Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ცერემონია
ambebi.ge
22 November 2017, 17:20
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia! –ს ფარგლებში მესამე ოფიციალური ცერემონია 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გაიმართება. გამარჯვებულები 20 განსხვავებულ ნომინაციაში გამოვლინდებიან. ამის შესახებ „საქართველოს ბანკში“ გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. პრესკონფერენციაზე, ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწეთა ეროვნული დაჯილდოების Welcome to Georgia!–ს პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

კომპანიის მმართველი პარტნიორის, მარინა ჩაიკას თქმით, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროს განვითარებას და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

პროექტში, წელს მონაწილეობა 270 -მა ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის არიან, საქართველოს ტურიზმისა და /* (c)AdOcean 2003-2017, Advertline.http:www.ambebi.ge.ambebi zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegexgjtpwgtix', {myMaster: 'JMAMEgzB7aCnHl4YFlohfVnNXPY7F8b2mm8Ixy9EHUf.t7' }); მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, კაფე-რესტორნები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა. თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურიმ.

წელს, ორგანიზატორებმა დანერგეს სიახლე, „მრგვალი მაგიდის“ ფორმატის შეხვედრები ჟიურის წევრებთან, სადაც განიხილებოდა შეფასების პროცესი. აღსანიშნავია, რომ შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავისი პროფესიული საქმიანობის მიხედვით, ხოლო პროექტის გამჭირვალობის გარანტად ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“.

პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. „საქართველოში ტურიზმის განვითარება ბოლო წლებში ძალიან დინამიურად მიმდინარეობს. ამის მიზეზი გახლავთ, ტურიზმის განვითარების სწორი პოლიტიკა და ძალიან აქტიური თანამშრომლობა კერძო სექტორთან. სწორედ კერძო სექტორის სტიმულირებას ემსახურება ეს დაჯილდოება. ჩვენ უკვე მესამე წელია Welcome to Georgia!-ს პარტნიორები ვართ. პროექტი ხელს უწყობს იმასაც, რომ კერძო სექტორში ჩართული კომპანიები უფრო დაფასებული იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და უკეთესი მომსახურება გაუწიონ ტურისტებს,“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ.

უკვე მეორე წელია პროექტის ოფიციალური პარტნიორია „საქართველოს ბანკი“, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, შეიქმნა ორი ნომინაცია „წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით“ და „საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში“. ორივე ნომინაციაში გამარჯვებულს, საქართველოს ბანკი განსაკუთრებულ საჩუქარს უმზადებს.
პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია. გენერალური სპონსორი კი „ალიანს ჯგუფი“.

Welcome to Georgia!- ს დაჯილდოების მესამე ცერემონიას 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში, 700 - მდე სტუმარი, პროექტის ნომინანტები, პარტნიორები, სახელმწიფო და ბიზნეს სექტორი, საერთაშორისო და ადგილობრივი მედია დაესწრება.

თეკლე ჯანელიძე

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი